Litclub.ge

*** "ახლა მზე ისე ახლოა მთებთან"
ახლა მზე ისე ახლოა მთებთან,
ლამის ტოტებზე დაისვას ნაძვმა,
როდესაც მახვილს ვიქნევდი მტრებთან,
ზოგ ძმაკაცს კანი გველივით გაძვრა.
ახლა მზე ისე ახლოა მთებთან,
უცებ შემშურდა დედო ნაძვების,
ოღონდაც პირი არ შეკრა მტრებთან,
და ბრძოლის ველზე თავად გავწვები.