Litclub.ge

მიტოვებული სახლი
მზე დააყუჩებს ჩატეხილ კრამიტს,
ჩამოიღვენთენ ნაღველს ცელები...
ლოცვად მოქარგავს გაცრეცილ ხალათს
შაბიამანის თბილი ცრემლები.
შუბლს გამიგრილებს ძველი მარანი,
გული მეღლება ლანდების ძებნით...
და ცახცახებენ ქარში ჭინჭრები
როგორც უდროოდ წასული ძმები...