ტკივილი გსურდა? აჰა! შენი ტკივილი,წადი!
ვიწყები უცხო გავლენიდან,ლექსიდან რომლის
დაზეპირებას შევეცადე მაგრამ ამ წადილს,
კლავდა ვენებზე მიყინული თებერვლის თოვლი.
ტკივილი გსურდა?აჰა! შენი ტკივილი,ზიდე!
რადგან ვერაფრით გეშველები და რადგან არც მე
აღარ მაქვს ძალა საამისო ვუყურო გზიდან,
ზედმიყოლებით ჩალაგებულ უსისხლო ჯვარცმებს.
ტკივილი გსურდა? აჰა! შენი ტკივილი,გჩუქნი!
რომ იქნებ ასე მოიშუშებ,მოირჩენ დამღას,
რომ ყველაფერი აბსურდია,რომ ღმერთმა ნუ ქნას,
რომ ეს უბრალოდ ტკივილია რომლითაც მწამხარ.
და თუკი გურდა, აჰა!შენი ტკივილი,წადი!
ვსრულდები უცხო გავლენიდან,სიზმრიდან რომლის
ახსნას ათასჯერ შევეცადე მაგრამ ამ წადილს,
კლავდა ვენებზე მიყინული თებერვლის თოვლი.