Litclub.ge

*** "ვაგდივარ ჩემთვის ლოგინზე მარტო"
ვაგდივარ ჩემთვის ლოგინზე მარტო,
არც გვერდით, არც შორს არ მყავს არავინ,
წუხელ სიზმარშიც ცეცხლში დაიწვა,
ჩემი ზღაპრული, თეთრი კარავი.
არაფერს ველი, მტკივა ნერვები
და თავზე მადგას სასოწარკვეთა,
უფალო, ლოცვას ნუ მოაცილებ,
ძალა მოეცი, ჩემთა ბაგეთა.