Litclub.ge

პურის სურნელი
პურის სურნელი,
სავსე თავთავი,
ყანა და კალო, წისქვილი,
ვარცლი...
ქართველზე უთქვამს უფალთან იღბალს,
სიკვდილის წინო – სიმღერას ვაცლი.
ამდენი ფიქრი და გამარჯვება,
ამდენი მტრობა,
ბრძოლა და მარცხი...
მაინც ამ ცვრიან მიწას ქარგავენ:
თიღვა, ქორეთი,
კორტი და
კაცხი.