Litclub.ge

დედა
სიყვარული დავუფარეთ შემოქნეულ ლახვარს,
ვაი იმას, ვინც შვილობით
დედის მანდილს ლახავს!
შეაჩერებს ბოროტ ქარებს,
ლოცვით განამტკიცარს,
ღმერთო! დედა დაიფარე,
იყოს ჩემი მტრისაც!
ზესთა კელაპტრების ღვენთი,
ზევენახთა რთველი!
ანგელოზი ერთადერთი,
ხორციელად მსვლელი!
და სამყარო მრავალფერი,
დღეს, ხვალე თუ წინათ...
დედის სიყვარულით მღერის,
დედის მზერით ბრწყინავს!
...და მზე ფეთქავს დედის გულით!
დედის ფიქრი ბურავს,
დედის კალთას
გამობმული
დედამიწა
ბრუნავს!!!