Litclub.ge

ქისტის ლტოლვილ გოგოს ნახვა
მე ქრისტეს ვლოცულობ, მონა ვარ უფლისა,
ის ალახს უხმობს და ითხოვს...
ურუსნი ართმევენ მიწა-წყალს თავისას,
მე კი კვლავ აქ ვმწყემსავ ჩემს ფხოვს.
ვაჟები გრილ მიწამ იაკვნა, დაფარა,
(ამ მიწამ გული რით ილღოს?)
ღამდება... გმინავენ არიშკის ციხენი,
სისხლის მზე ჩავიდა ღილღოს.
ანატორ მიმზერდა, დახარა თვალები,
ცრემლიდან გახედა მითხოს...
ჩვენც ასე ვიყავით ჭუბერის ბილიკზე,
და გული გაჩერდა თითქოს.