Litclub.ge

*** "თეძოების გორებით"
თეძოების გორებით მდინარეში ეშვები,
დამშეული გონებით ელავს ვნების ეშვები.
ჩემი გულის მარწუხებს, ვიცი, არ შეეშვები,
თბილი ქაფი გაწუხებს ვნებიანი პეშვებით.
თეძოების თამაში წყალს ახელებს ტალღებად,
ჩემი გრძნობის ლავაში ის ტალღები გალღვება.
მტრედისფერი მკერდია წყალში მოჩანს ქუხილად,
ალბათ, ჩემი ბედია, ვნებას მალავს უხილავს.
შემართული სხეული ტყის ბილიკზე დაძარი,
ის ბილიკი ხვეული მიხმობს, როგორც ტაძარი.