Litclub.ge

*** "ვთამაშობდი მუდამ"
ვთამაშობდი მუდამ
სიკვდილთან და ცეცხლთან,
მაგრამ აი, შეიქმნა
თამაშგარე, უცვლელი
სულ სხვა
უნა_პირობა:
სულთა წრთობის გამრიგე _
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი _
სიცოცხლის
უმტკიცესი ზუმფარა,
ნაპერწკლებად წამაცლის
რაც ზედმეტი შემომრჩა
ამ უსწორო თამაშში!!!