Litclub.ge

ნუგეში
ლეღვის ხისადმი
შენთან მაქვავებს შენზე დარდი
და იგავის მღვიმეებში
არ მახედებს.
რა მდედრობითი ვარჯით დგახარ,
ფოთოლიც რა მდედრობითი გამოგიღია;
შენს მოღვენთილ, მდედრულ ტოტებზე
მყისვე ნაყოფი იგულისხმება.
... უპირველესად შენ მენანები,
მერეღა _ მგზავრი,
მშიერი და გაწბილებული.
ნაჯახისაკენ ნუ იწვდი სხეულს!
ისეთი ვინმეც ხომ ჩამოივლის _
ნაყოფის არმაძიებელი,
ჩრდილის მძებნელი,
შრიალის მძებნელი,
ხაოს მძებნელი...
მოვა შენთან,
მოვა,
გეტყვის:
`უნაყოფო ხეო, მჭირდები!
უნაყოფო ხეო, მიყვარხარ!~
დაიჯერე!
დაიჯერე!
დაიჯერე! _
არავინ და არაფერი არ ჩნდება ქვეყნად
ერთადერთი და
პირდაპირი დანიშნულებით.