Litclub.ge

მიწა ცივია
ღელავ და სივრცეს გოჯებად კეცავ,
თავად არ იცი, რა გინდა, ჩიტო...
მოიქუფრება საავდროდ ზეცა,
დილა მოირგებს ნისლისფერ ქიტონს.
ნუთუ ჩემსავით იგრძენი დაღლა
და შენებურად ებრძვი სამყაროს?
მიწა ცივია, აფრინდი მაღლა,
თავისუფლების ციცქნა მაყარო!..