Litclub.ge

წუთისოფელი
ესმოდა ქარის ჩუმი ღიღინი
და აკლდებოდათ თვალებს სინათლე,
გულდაწყვეტილი ბავშვის ღიმილით
იდგა სიკვდილი, როგორც სიმართლე.
ქართლის ხრიოკი ქედების თავზე
მზე ჰგავდა მინდვრის მოწყვეტილ ყვავილს,
მოგონებებით ყელამდე სავსე
ხის ტოტზე თვლემდა ბებერი ყვავი.