Litclub.ge

მეორადი ყოფა
პირველადი ინტელიგენტი
მეორადი ტანსაცმლით,
ფასი იგივეა, ფასს არ ვცვლით.
გავყიდი ნაკითხ კაცს ერთ პურად,
მიზნებს ემსახურა ერთგულად.
თუ გონიერი ხარ,
რატომ ხარ მშიერი?
დაკარგა ქალაქმა ნამდვილი იერი.
კიდევ ერთ ტაჯმაჰალს იშენებს გოიმი,
თვალს მიკრავს თაროდან
სომერსეტ მოემი...
დროში დრომ ამოგვჭრა
ზედმეტი ფირივით,
ყვირილი გვინდა
და გამოგვდის ტირილი.
`ახალი” ქვეყანა ვის უნდა აჩვენოთ?
დარჩა კი ადგილი
ამ ცის ქვეშ საჩვენო?..
`მისისიპდალეულთ”
არ მოსწონთ ჭის წყალი,
_ ვის გიყვართ სამშობლო?
არ თქვათ, შეგრისხავენ!
პირველადი ინტელიგენტი
მეორადი ტანსაცმლით
სამშობლო უყვარს
და სხვაზე არ გაცვლის!!!
კედელზე შეყრილი ცერცვების ქვეყანა,
ნაგავზე რამდენის ოცნება ეყარა...