Litclub.ge

***"იდო ბილიკი ცისკრის ზოლივით"
იდო ბილიკი ცისკრის ზოლივით...
სული მებრძოლი კოშმარ სიზმართან...
ვიფერფლებოდი სანთლის ბროლივით
და მოფერება რაღას მიზამდა?!
მე დამიფარა წმინდა ქაშუეთმა,
არ გადამკარგა ზღაპრის ფერებში,
შენ არ გინდოდა ჩემი გაშვება,
შენ ჩემი სული გქონდა ხელებში.