Litclub.ge
*** "არც სუნთქვა, რხევა არც ბაგის"
არც სუნთქვა, რხევა არც ბაგის,
რისთვის ასეთი რად ნება?
ეგ შენი თეთრი არდაგი
ტანზე თოვლივით გადნება.
სულის ცხენს უნჯი კი არა,
აწცა სძევს ოთხი ფიცარი,
სიკვდილმ რომ ამაიარა,
ფლოქვების ხმაზე იცანი!