Litclub.ge

*** "გამოტყვრება ბნელით ლანდით"
გამოტყვრება ბნელით ლანდი, ლანდი _ ძველი დროიდან.
დაიღვარა დარდზე დარდი და წარსულის ჩეროდან,
შვიდი ღამის დანატანჯი, შვიდი სული მღეროდა.
გახსოვს? როგორ კანკალებდა ეკლესიის კანკელი,
როცა გზნებით მაწვალებდი, როცა გზნებით დამჭერი.
გახსოვს? როგორ აშუქებდნენ ბნელში ჩვენი თვალები,
გახსოვს? როგორც აშუღები, ღამეს ვტეხდით წვალებით.
მიუფანტავთ დილის გზებზე ქარებს მრეში რტოები
და მარმარის ნამტვრევებზე დარდებს ვემარტოებით.
დაიღვარა დარდზე დარდი და ჩრდილებიც ქრებიან,
გამომტყვრალი გრძელი ლანდი ურცხვად მოგვჩერებია.
დაიღვარა დარდზე დარდი და წარსულის ჩეროდან,
შვიდი ღამის დანატანჯი, შვიდი სული მღეროდა.