Litclub.ge
*** "არ ჩანდა და..."
არ ჩანდა და,
რანაირად მიხვდებოდი,
რომ ხელთ მქონდა,
მუჭში მყავდა მომწყვდეული
ეს ამხელა
მტრედისფერი
ცა!
არ ჩანდა და რას გერჩოდი,
მე ხომ ხელი არ გავშალე,
ხელისგული არ განახე,
მე ხომ მიწის _
არაფერი არ ვიცოდი!