Litclub.ge

*** "მიბედოვლათებს ბედუინი დიუნთა შორის"
მიბედოვლათობს ბედუინი დიუნთა შორის,
აქლემის კუზზე გაუწყვია თრიაქ-ნარგილე,
ირწევა ჩრდილი,
როგორც ზღვაზე ხომალდის მორი,
გადარჩენილი ჩაძირვას და ნიავს აგინებს.
ფილტვებს უბუგავს
უდაბნოის ცხელი ნაბუქი,
აუხვევია თავ-ყბა ჩალმით თვინიერ თვალთა,
აი, დედასა, რა თვალმრუში, რა მზეჭაბუკი,
გამოუგდია სატრფოს ძებნად
სიმუხთლეს ქალთა?
მიდის,
მიიკვლევს საჰარას და დაშვებულ შუბით
მიკაწრავს ქვიშას,
მიაბოლებს თრიაქს ტაატით,
სხვა არცა რაი,
მარტოოდენ ყურანი უბით,
თვალებით _ მზერა,
გულით _ ლეილ, გრძნობით _ საადი.
ოდნავ, სულ ოდნავ
შეურხია ქარმა დოლბანდი,
რისი არაბი, რისი სპარსი, ძველი ლაზია,
წამოუფრინდა ზედ თვალთა წინ
მხნედ ლეოპარდი,
ხელით ებრდღვნა და ვიტატებით,
თრთის ევრაზია.