აღმოსავლეთით გადმოდგა
ლაღი ირემი ხარია,
მზე ჩაჰფრენოდა რქებშია,
კანჭებში ედგა ქარია.
გადმოჰბღაოდა ორწოხებს,
როგორც შვილმკვდარი ქალია.
გადმავაღირე ხირიმი,
გამავუცვალე ფალია,
მოვკალ, ნეტამც, არ მამეკლა,
მამწყდა გული და თვალია,
ფუჰ, კაცის გაჩენის დღესა,
იმ თავით ცოდვა-ბრალია.
დავუჩოქე და ვიტირე,
სული ბალღივით დალია,
სუ ცრემლად იღველფებოდა,
სიცოცხლის ალი-კვალია.