მორჩა, გათავდა, მივდივარ,
თვალთ ცრემლით პირმომცინარე,
ვერსად წაუხვალ ტიელსა,
რამდენიც გინდა, იარე,
ფიე, რა ტკბილი ყოფილა
ეს მწარე წუთისოფელი,
მიწა ცით გადათაღული,
მზისა და მთვარის მომფენი,
სულ ერთი ყლუპი ბინული,
კერის კვამლი და ცის ცვარი,
საკუთარ ხელით გათლილი
შენივე კუბოს ფიცარი.
ვიცანი? _ თურმე სადა ხარ,
ვის, სად, რას იცნობ განსვლამდე?
გინდა მზესაებრ იწვოდე,
ჩაქრები, როგორც ასანთი,
და მერე გაგიხარია,
აღარც დარდი გაქვს, არც ფიქრი,
შეგეხსნის აპეურები,
ყელს აღარ გღადრავს ტაბიკი.
მორჩა, გათავდა და მაინც
არ მემეტება უღელი,
რა უხერხული რამაა,
მკერდს დაკრეფილი გულ-ხელი.