`წასვლა სჯობს წამავალისა ...~
ხალხური
ავდექი, აწი ნამდვილად დროა,
დაგლოცავთ, ე, ამ პატარა ჭიქით
და წუთისოფელს ისე ვით ტროას
დავყურებ, მიხმობს სინდისი `იქით~.
ეს საუკუნე, რომელიც მოვალს
ოცდამეერთის იქსოვან გრიფით,
მეხით დახეთქილ ბერმუხის ზროა,
ღრუბლებს რომ ხვეტდა ოდესღაც რიხით.
არავითარი ზარი ან გლოვა,
მეტადრე, ჩუმი სლუკუნი ლიქნით.
ამალგამაში გავდივარ, ხროვა
სახტად დავტოვე და უხმოდ მივქრი.
ჩავყვინთე ჩემივ სულის მორევში,
ლექსით ვარსკვლავეთს შევესიზმარე,
დიდი იდალგო მარჩევს ტოლებში,
დონ ლამანჩელი EEნსიმისმარსე.
Mემენტო მორი, ჩემო ტერენტი,
სულ ტყუილია, ხომ ნახე, ჯიმა?!
პატარა ძრწოლით მოვრჩი ხმელეთი
და ფრთებს `მისოვლებს~ ჟუჟუნა წვიმა.
ჰე, გალაკტიონ, შენს გალაქტიკას
შევეხიზნები ერთი ტლუ ბიჭი,
ჩვენი ხილვები, იცი, რაით ჰგავს?_
შენ ხარ უბიწო, მე ვარ გულბილწი.
ლაოკოონის გველივით მბოჭავს
სინდისის ქენჯნა ხორციელ ყოფის,
რაც იყო, _ იყო, გათავდა, მორჩა,
შემართული მაქვს ჩახმახზე თოფი.
ავდექი, ძმებო, ნამდვილად დროა,
სხვა რომ არ იყოს, მელიან აწი,
ადამიანი მიწაზე ბრბოა,
მერე, ზეცაში იწყება კაცი!..