Litclub.ge

*** "დღეები მოკლდება"
დღეები მოკლდება.
_ რას იტყვით, ექიმო, მოკვდება?
_ არ ვიცი, იცოცხლოს ეგება, იმედი ცოტაა.
_ ცოდვაა.
შეორთქლილ მინას მიადებს სახეს,
თვალებს ხუჭავს და აღარ ახელს;
სხეული ვერ იტევს ნაღველს;
ჩურჩულებს სნეულის სახელს:
_ ზამთარი, ზამთარი. _
და იცმევს თეთრ ხალათს...
_ ითოვებს ხვალაც?