Litclub.ge
ტროა
წლები უიღბლო ქიმერებს ზრდიდნენ
და ტკივილები მოჰქონდათ ჩემთვის,
დღეს ყველაფერი მიიწევს მზისკენ
და ზეცას ლეთას ხიდები ერთვის...
არ ვეფერები ანტიკურ წარსულს,
არც ბედისწერით არწყული დროა,
მაგრამ ბიბლიურ სიზმრებში გართულს
რად მესარკება ფიქრებში ტროა?!