Litclub.ge
სასაფლაოზე კასპში
თებერვლის ქარი საფლავებს ვარცხნის,
ყოჩივარდები მზეზე თბებიან...
იქ ზოლა-ზოლად ნამქერი ჩაცხრა
თუ დედაჩემის თეთრი თმებია?!
კვირტი შეიხსნა იასამანმა
და ვიცი, ყინვა ამოდ დათუთქავს...
აქ ამობურცა იამ სამარე
თუ დედაჩემმა ამოისუნთქა?!