Litclub.ge
ფურთხის ღირსი ხარ, ქვეყანავ
ნეტავი მტერს ეს ქვეყანა
ვინ მისცა სააგარაკოდ,
გამაგებინეთ, ვინა ხართ,
ან რა გაქვთ სალაპარაკო...
რა ხოცვა-ჟლეტა აგიტყდათ,
რა სენი შამაგეპარათ,
ბრძენი ყოფილა აკაკი
ფურთხის ღირსი ხარ, ქვეყანავ.