Litclub.ge

პაატა
რუსუდან ცეკვით დაღლილი
კარავს დაეცა ელვადა...
ვაიმე, შვილო პაატავ,
ობლად რჩენილო მძევლადა!
დოდმოურავის ბოკვერო,
თუ გესმის მამის ძახილი:
შენს უკან საქართველოა,
წინ კი _ ჯალათის მახვილი!
პაატას ცრემლი გაბრწყინდა
შეწირულ ხარის რქაზედა!
მისი სისხლი და ნათელი
ქართულ დროშებზე ამზევდა!