Litclub.ge

დოდაშვილის მონოლოგი
მიტოვებული სამშობლოს უბე
და შეწირული ხალხი ერკემლად,
ჩვენ ვგავართ სეტყვით დაცურულ
ღრუბლებს,
ქარი რომ შიშით მიერეკება.
აქ წელიწადებს ცივათ თოვაში,
აქ ყოველი დღე სიცივედ მათოვს,
არვინ იხსენებს სოლო დოდაშვილს _
უსახლკაროს და უმისამართოს.
სხივი გამოკრთა, თბება, აღარ თოვს
და სულში მაინც ცივი თოვლია,
გაზაფხულის მზე ვეღარ დამათრობს,
სამზეო ჩემი ადრე მოვლიე.
ჭლექიან ხორცზე სიცივე ბასრობს,
ბედმან სულ ბოლო წამიც მიირწყა,
მე ვგავარ ჩემი სამშობლოს
წარსულს,
რომელიც ყველამ გადაივიწყა.