Litclub.ge

სიმფონია
რამ აიყვანა
კლდეზე მოცხარი?
ჰყვავის მაყვალი
ეკლებში ძეძვის...
ბუ _ უდაბური
ხევის მოძღვარი,
ზის მუხაზე და
სინათლეს ებრძვის.