Litclub.ge
მეგობრისადმი
წამოდი, იცი, სად?
კაფეში კი არა,
წყალი ვსვათ ხეკორძულის...
ჩავუდარაჯდეთ, იცი, ვის?
გოგონებს კი არა,
წითელ მიმინოებს ჩვენი რჯულის
და მერე იქნებ ვინმე მადლიანმა
მოგვთხოვოს სული იაკობივით...
და მოგვჭრას მარჯვენა
გაღმა-გამოღმა ნაშენები კედლებისათვის.