Litclub.ge

*** "გულთან არ დამადო ხელი"
გულთან არ დამადო ხელი...
მტკივა... მტკივა... და
დანაღმული ვარ მკერდზე ძარღვებით.
ეჭვის მახრებით
ფაჩუნობს ღამე...
მთვარის ეკრანზე მე გხედავ მუდამ...
რა ხელმა უნდა აიღოს ნეტავ,
რომ ვერ დასძალავს
ისეთი გუნდა?!
ისევ გამისხლტა თვალთა მიმინო
და შენს ფანჯარას
გარშემო უვლის, _
_ ყველაზე დიდი სასაფლაოა გული!