შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
ვეშვები თავქვე,
იქ, კალაპოტში აწონიან
ჩემს წილ ცხოვრებას.
დავიდგამ ავეჯს,
ახალ-ახალს ჩავიცვამ კაბებს,
იაგუნდებით დავაჩუმებ
მაღალ გოდებას...
შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
ვეშვები თავქვე
და განთიადის თეთრი ელდა
ფეხებთან წვება...
ღამით კი მთვარე, გალეული,
ყვითელი ბავშვი
გამექცევა და ცას ტირილით
შეატოტდება.