დახავსებული თვალები გიმზერს,
ჯვარზე ნაცვამი ბედი მარხულობს,
და მიდის ხანი აპრილის პირზე
უყვავილოდ და უგაზაფხულოდ.
გულზე დაგვიწყობს საძვალე ბოლოს
ხელებს, თუ შეგვრჩა ღმერთი სამყოფი...
და რახან შენი სიცოცხლით ვცხოვრობ,
რახან ამ ქვეყნად ჩემი არყოფნით.
შენთან დაცლილის წყურვილი მოვა
და აპრილები _ მე რომ ვაკლივარ.
მაშ, სახელის მდევ, გიტოვებ ხსოვნად
ნაბდის გაფენა მიწის სატკივარს.