Litclub.ge

*** "რაც გასაცემი არსებობდა"
რაც გასაცემი არსებობდა,
წარსულში დარჩა,
ჰყვება და ჰყვება სარეკელა,
ძველ ჟამს იხსენებს,
გადაჭრილ მორზე ფრთებმოკეცით
დაეშვა ყანჩა,
თითქოს მოხუცი მამაჩემი
ლოდზე ისვენებს...