Litclub.ge

ბანას ტაძარი
ბანთაბანო, სარკმელ-ბანავ,
ზეცისკენ ვინ აღგიტანა,
იქნებ ხელმან ლაზისამან,
იქნებ აჭარელმა, განა...
ვინ გიმღერა ნანი-ნანა,
ვინ გიცეკვა განდაგანა,
ბალავარს ვინ ჩაგეტანა,
იქნებ აჭარელი, განა...
ვისმა ზარმა მოგიბანა,
პარხალმა თუ დოლისყანამ,
თუ ხახულმან ტყუპისცალმან
ან თუ ოშკმა _ შენმა დამან...
ვინ მოგხატა თავიდანა,
ვინ დაგწერა ანა-ბანა,
ან ვინ დაგცა გულში დანა,
ან ჭრილობა ვინ მოგბანა...
ვერცა რამე დამიბარა,
ვერცა ზარი მომიბანა,
მხარზე წვეთი დამენამა,
თაღიდან თუ თვალიდანა...