გავალებს შენი ჯიში განთქმული _
ფხაბასრი შეხვდე აწმყოს ჟინიანს.
წარსულში ხომ გაქვს ფესვი გადგმული
და მომავლისაც არ გეშინია.
თუმც გადაშენდა გიპარიონი
და ტერომორფის მოდგმა უჯიშო...
კვლავაც გუგუნებს ზარი სიონის,
მიენდე ჰანგებს, გასწი, ნუ შიშობ.
გზა საით მივეც ფიქრებს მოწოლილს
და ცრემლებისგან ნაგუბარ ამ ტბორს.
წარსული, როგორც ცივი კოცონი,
შორით თვალს გვჭრის და ვეღარ კი გვათბობს.
თუმც გადაშენდა გიპარიონი
და ტერომორფის მოდგმა უჯიშო.
კვლავაც გუგუნებს ზარი სიონის,
მიენდე ამ ჰანგს, გასწი, ნუ შიშობ.