Litclub.ge

*** "ფიფქები ფიფქები შენთვის"
თოვლის ფიფქები შენთვის
ყვავილებივით მომაქვს.
ისევ მოვიდა თეთრი,
შეშლილი შემოდგომა...
ქვეყანა თეთრად ელავს
(სხვაგვარი ვიყავ შარშან),
ათოვს მცხეთას და თელავს,
ათოვს თბილისს და არშას.