Litclub.ge
*** "ჩამოდიან ქალაქში"
ჩამოდიან ქალაქში
საყვარელი ნისლები,
სიკვდილს რვაჯერ გადავრჩი,
როდის გარდავიცვლები?!
სიზმრად მივალ მთებისკენ,
მიცინიან სულები,
ჩემი დაბადების დღეს
ხომ არ აღვესრულები?!