Litclub.ge

*** "ვწევ, სიგარეტი_ციცინათელა"
ვწევ, სიგარეტი _ ციცინათელა
ნატყვიარივით აჩნია ღამეს.
აქ ვარ, მზად ვარ და ველი ფათერაკს,
აუცილებლად მოხდება რამე.
შენ ოღონდ ფეხი არ აგერიოს,
შენ მხოლოდ ხელი არ შეგიშინდეს;
აუცილებლად აყირავდება
ამ ერთფეროვან დღეთა სიმშვიდე!
მშვენივრად უწყი, სხვა ვერვინ დალევს
შენთვის განკუთვნილ შარბათებს, შხამებს!
ვწევ, სიგარეტი _ ციცინათელა
ნატყვიარივით აჩნია ღამეს.