Litclub.ge

*** "მე აქ შემთხვევით მოვხვდი რატომღაც"
მე აქ შემთხვევით მოვხვდი როგორღაც...
ერთი ოთახი გაზაფხულია
და ყვავილივით კარგი გოგონა
ყიდის ყვავილებს!
თანაც რა კარგი სახელი ჰქვია
იმ ყვავილივით ლამაზ გოგონას:
მარინე!..
და აქ გულგრილად ვეღარ ჩავივლი,
პატარა სახლი ნაბიჯს ამირევს.
რომ მეყიდვინოს ყველა ყვავილი,
რაღას გაყიდის მერე მარინე?..