Litclub.ge

მე ბავშვობაში მეკითხებოდნენ
მე ბავშვობისას მეკითხებოდნენ:
`რომ გაიზრდები, რა გამოხვალ, აბა, გვითხარი?~
და ვპასუხობდი: `მფრინავი და პარიზში გადავფრინდები!~
`იცი სად არის პარიზი?~
`ვიცი!~
`მაგრამ ფრენა ჯერ რომ არ იცი... ჯერ ვერ გაგიშვებთ!~
და იცინოდნენ უფროსები...
მე გავიზარდე და ისინი ახლაც სიცილით მეკითხებიან:
`აბა, პარიზში როდის მიდიხარ?
შენ შეგიძლია უკვე გაფრინდე, უკვე დიდი ხარ!~
ახლა გაფრენას არავინ მიშლის,
არც თვითმფრინავის მიჭირს მიგნება,
მაგრამ მე ვიცი, ჩავალ პარიზში
და იქ პარიზი აღარ იქნება.