Litclub.ge
*** "დავიწყებათა"
დავიწყებათა ყინულის გერო
და სასურველო სიგრილევ ქრობის,
რად არ არსებობს სამაგიერო
ან სიყვარულის ან მეგობრობის.
ო, მარტოობის ერთგულო ცეცხლო,
მიუსაფარი ფერფლი ავდება.
ყველა თავისი სიკვდილით ცოცხლობს,
ყველა თავისი სიცოცხლით კვდება.