სიცარიელე _
სარკე არყოფნის,
მე შენს წინაშე _
მზარავ დემონი,A
ბრწყინავ
და დნება ფიფქი სარკმელზე _
ქერცლი ასტრალურ ქამელეონის...
განსხეულდები
და მაგიური ფერი ღრიალებს _
ბინდმა შემოსა
და გააშიშვლა დრო ჩემს წინაშე _
მარადიული მეტამორფოზა...
ვეღარ ვიოკებ გარდაცვალების ჟინს
და სინათლე _ თოვლი გრძნეული,
ცდილობს წალეკოს მთელი სამყარო
ეფემერული სივრცით სნეული...
უსაზღვროებით დაუსაზღვრელი _
იგივეობა, მუდამ ახალი _
დამმუფლებია კვდომის ექსტაზი _
პირველყოფილი სევდა მაღალი...
ცისა და მიწის მჟღერი ნიჟარა _
შრიალებს თოვლი _ მზარავ დემონი
და იფერფლება წარმავალობა _
ფიფქი სარკმელზე _ ქამელეონი...