Litclub.ge

ფერფლი
ახლა თუ რამე იწერება,

იწერება ცეცხლმოდებულ ქაღალდზე

და განწირულობის ნიშანი აზის

ყველა სტრიქონს,

თითოეულ სიტყვას. 

ცეცხლისთვის ხომ სულ ერთი არის

რა წერია

ან რომელ ენაზე;

ფერფლიდან კი ვერც ვერავინ ამოიკითხავს

ვერც ასოებს,

ვერც იეროგლიფებს. 


ახლა თუ რამე იწერება,

იწერება ცეცხლმოდებულ ქაღალდზე

და ყველაფერი მოსწრებაზეა. 

თითქოს მართლაც ახლოვდება

ვიღაც თუ რაღაც,

მაგრამ ვინ?

მარგამ რა?!..