Litclub.ge

*** "ბიჭო, არ დატოვოთ ქალაქი მარტო"
ბიჭო, არ დატოვოთ ქალაქი მარტო,
ქალაქს უხდებიან ყოჩები,
ნიაზ და ასტამურ, თაობა გნატრობთ,
იმ ქვეყნად გართობას როდის მორჩებით.
ტვინი დაემგვანა სტომაქის ბატონს,
სუფრას დაეძენძა ფოჩები,
გული ჯიუტად სიყვარულს არ თმობს,
გამოცარიელდნენ ქუჩები.
ბახუსი ასხამს საოცარ სათრობს,
ყანწებით ქეიფობენ ურჩები,
ვერ გუობს ბოთლი მორგებულ საცობს,
ტკივილს ჩურჩულებენ ტუჩები.
თავს წლები თეთრად ფიქრებად ათოვს,
სატრფონი რჩებიან ნორჩები,
ბიჭო, არ დატოვოთ თბილისი მარტო,
თბილისს უხდებიან ყოჩები.