Litclub.ge

*** "გესმის?"
გესმის? _ ეს მე ვარ, კაცი, რომელსაც შენ უყვარხარ,
მაგრამ შენ არ ხარ, არც იყავი და არც იქნები...
და გნატრობ მარად _ გაქვავებულს იდუმალ წამად,
მაგრამ მეც არ ვარ, არც ვიყავი და არც ვიქნები...
ხომალდებს ლეწავს უთენია ზღვა უხილავი
და რეკავს ზარი:
სად ვართ ჩვენ, ჩემო სიყვარულო,
სად ვართ ჩვენ, სად ვართ?