Litclub.ge

*** "შიშვლდება შორეთში სიმშვიდე შანდალთა"
შიშვლდება შორეთში სიმშვიდე შანდალთა,
შიშნარევ სიშმაგეს შუადღე შეერთვის,
შადრევნის შრიალით მშორდება შარები
და ვისმენ სიმღერებს...
ლანდებმა დაგლიჯეს ლაგამი ლეგენდის,
დილათა ნათელი ლაჟვარდში ლივლივებს,
ლაზების გალობა ამაღლებს ბილიკებს
და ველტვი სიმღერებს...
მობეზრდა ბოგინი ბინდების ბალდახინს,
გაბრწყინდნენ ბნელეთში ცაბროლი თვალები,
ბიბლიურ ბაგეთა მებოძა ამბორი
და გიმღერ სიმღერებს...