Litclub.ge

*** "არწივის ფრენა აღარ ტოვებს კვალს"
არწივის ფრენა აღარ ტოვებს კვალს,
ცოცხლობს ბალახი და როდი კივის.
ვარსკვლავი
სხივი და წერტილია ერთდროულად _
ერთ წამშიაც და ერთ ასწლეულშიც.
სურვილი და უსუსურება _
ასე შევარქვით ჩვენ ამ სურათებს
და გულმოდგინედ ვინაწილებთ:
კვალს, კივილს და მარადისობას.
მაგრამ იქ ისევ სიმშვიდეა _
დაისის ფერი და სიმინდის ყანის შრიალი
ენაცვლებიან ერთიმეორეს.