Litclub.ge

ნანას
თუმცა თავზე აღარ შემრჩა ბუმბული
ისეთივე როგორც ადრე შტერი ვარ
და შენ ბაღში როგორც ნაზი ბულბული
მთვარის შუქზე მთელი გრძნობით ვმღერივარ
გაჩენილო ჩემი ნერვის საშლელად
როგორ მინდა მშვენიერო თავხედო
რომ ფანჯრიდან დაჭრილ გულის საშველად
ერთი წუთით ბაღში გადმოგახედო
და იქ როცა დარწმუნდები მე ვზივარ
თუ მოგხიბლავს ჩემი გულის ნაკვნესი
რა მოხდება გეგონოს რომ თევზი ვარ
და ღიმილის ჩამომიგდო ანკესი
რომ საბრალო იქვე ფანჯრის რაფაზე
მაშიშხინო შენი ტრფობის ტაფაზე.