Litclub.ge

მამას, ბებიას, ბაბუას
აქ არის ჩემი სამშობლო,
ჩემი სამზეოც, შავეთიც,
ქვეყნად ვერ ვპოვე ვერავინ,
სატირლად მათთან ჩავედი.
შავჩივლებ თვალებწყლიანი,
რომ მზესა ნისლი ჰხლებია...
მათი ლამაზი სულები
ყველაფერს მიმიხვდებიან.