Litclub.ge

პაპაჩემი იყო და...
_ თუ შენც გულში გქონდა ჩავარდნილი,
რა ვი, უარი კი მიანაყე...
ჰაი, შე პატარა კუდიანო,
ჰაი, შე ძალისძალა სიამაყევ!
ავდევდე მაგნაირ ბალღ-ბულღებსა,
კარგა ვუტირებდი დედას ჯერაც...
გამჩენძაღლს, ქალი არსად გაეგო, რო
ეგრე ჰაიჰარად დაგიჯერა.
პაპა გენაცვალოს, მაგ ხნობისა
თოფის წამალივით უცებ ვტყროდი,
უნდილი რამ ჩანდა, შვილო, თორე
განა მე თავად არ ვეტყოდი.
`აჰა, ეს ნაბადი მეცხვარული,
არც კი გამოჩნდება გარეთ ქოში...~
ე ჩემ შავრა ცხენსაც ვაჩუქებდი,
იმით გაგაფრენდა ყაბარდოში.
იქ ერთი ნაძმობი მეცხვარე მყავს,
ჩამოტყავდებოდა ნისლა ხარი...
ვეტყოდი, იმის პაპა ვყოფილიყავ,
პაპაშენი ვიყავ და... ვერ ვუთხარი!